პარასკევი, აპრილი 26, 2024

პროგრამა “განახლებული რეგიონების” პირველი ფაზის სამუშაოები სრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ I ფაზის სამუშაოები სრულდება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტები და ცენტრალური ქუჩები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები, მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტები.

„განახლებული რეგიონების“ უპრეცედენტო, 4 წლიანი პროგრამა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს – ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიას – და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას ანუ სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.

პროგრამის მიზანია, ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა.

ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას და მოსახლეობისათვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული