კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაჯანდაცვის სამინისტროში იქმნება "მრჩეველთა საბჭო" რომლის წევრებიც საზღვარგარეთ...

ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება “მრჩეველთა საბჭო” რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები არიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას.

ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.

საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკის ექიმები:

1. იოსებ ნანობაშვილი (ვენა, ავსტრია)
2. მაია პატარაია (ვენა, ავსტრია)
3. დიმიტრი ტვილდიანი (ნიუ-იორკი, ა.შ.შ.)
4. თამარ ქვარცხავა (ნიუ-იორკი, ა.შ.შ.)
5. ირაკლი შოშიაშვილი (ინგოლშდადტი, გერმანია)
6. ივანე ჩაჩხიანი (პრაღა, ჩეხეთი)
7. გიორგი ნადირაძე (ტუბინგენი, გერმანია)
8. ალექსი ბაიდოშვილი (ჰოლანდია)
9. გივი მაღრაძე (ფრაიბურგი, გერმანია)
10. სოფია ქუნ-ნატრიაშვილი (ვენა, ავსტრია)

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...