კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში...

ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს.

ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა.

ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...