ორშაბათი, მაისი 6, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აპრილისთვის

8 აპრილს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

ლარის კურსის გამყარების პროცესი, ძირითად ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

5 აპრილი – 3.0902;
6 აპრილი – 3.0857;
7 აპრილი – 3.0838;
8 აპრილი – 3.0836.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი კიდევ გამყარდა და 9 აპრილიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0749, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ცოტათი კიდევ გამყარდა 0.0087 ლარით.

ბოლო დღეების განმავლობაში გაგრძელდა ლარის გამყარების პროცესი ევროსთან მიმართებაში და ბოლო ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა 0.0104 ლარით. თუ 8 აპრილის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.3577 ლარი, 9-11 აპრილის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.3473 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.0124 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2085 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0409 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8135 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.4631 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2887 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.8316 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.5340 ლარი
100 იაპონური იენი – 2.4776 ლარი

უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ, რომ მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, შეინიშნებოდა ლარის კურსის მკვეთრი გამყარება რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაგრამ მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან ლარმა უკვე, პირიქით, დაიწყო მკვეთრი გაუფასურება (და ეს იმ დროს, როცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ლარი ინარჩუნებდა გამყარების ტენდენციის სტაბილურ ნიშნულს) და მცირედი რყევით, ეს წინა კვირაშიც გაგრძელდა.

გაგაცნობთ ბოლო რამდენიმე დღის კურსს, კერძოდ 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:

 

5 აპრილი – 3.6626;
6 აპრილი – 3.6624;
7 აპრილი – 3.6963;
8 აპრილი – 3.8660;

სახეზეა ლარის კურსის რუბლთან მიმართებაში გაუფასურების დინამიკის ერთგვარი დასტაბილურება, თუმცა ბოლოსწინა ვაჭრობაზე ნახტომისებურად გაუფასურდა ლარი, ასევე, 8 აპრილის ვაჭრობაზე ლარი რუბლთან მიმართებაში 0.0046 ლარით კიდევ გაუფასურდა და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.8706 ლარი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული