ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაპარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად...

პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად 10 კანდიდატი წარედგინა

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგლამენტის თანახმად, სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან 3-ის არჩევა ხდება საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, 3-ის – ოპოზიცისა, 2 – სახალხო დამცველის კვოტიდან აირჩევა, ხოლო 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით.

იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო ომბუდსმენის კვოტით არჩეულ ირინა ფუტკარაძეს, “ქართული ოცნების” კვოტით არჩეულ ირაკლი პაპავასა და ოპოზიციის კვოტით არჩეულ გიორგი ნიჟარაძეს ვადა ეწურებათ, საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, გასაუბრებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია, რომელთაგანაც პარლამენტი, შესაბამისი კვოტების გათვალისწინებით (საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და სახალხო დამცველი), 3 წევრს 6-წლიანი ვადით დაამტკიცებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ, ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა შერჩეული 10 კანდიდატიდან თითო უნდა აირჩიონ, რომელთაც შემდეგ დამსამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

ა.წ. 17 მარტს სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის 9-წევრიანი შემადგენლობა დაამტკიცა:

  • მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო
    უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  • ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
  • მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
  • ეკა მელქაძე − ჟურნალისტი;
  • ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი, საავტორო გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“;
  • ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
  • გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

კომისიამ კანდიდატების მოსმენის შემდეგ პარლამენტს 10 კანდიდატურა წარუდგინა:

კანდიდატი დადებითი უარყოფითი თავი შეიკავა
ნონიაძე ალექსი 8 0 0
ტუღუში ლაშა 8 0 0
შონავა დონარა 8 0 0
ხუციშვილი ზაზა 8 0 0
თავაქარიშვილი არინა 7 0 1
შავგულიძე ლია 6 1 1
გიორგაძე მარინა 5 3 0
იასაშვილი გიორგი 5 3 0
კოპალიანი ბელა 5 3 0
მაღლაფერიძე ვასილ 5 3 0

 

აღსანიშნავია, რომ კომისიამ 10-დან 4 კანდიდატს მაქსიმალური შეფასება მისცა – 8-8 დადებითი, ესენია: ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, დონარა შონავა და ზაზა ხუციშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ექიმია ქალი, პაციენტს უჩივის, ჰიპოკრატეს ფიცი არც ახსოვს ამ “იმედის” კუკლას🙈” – ელისო კილაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ "ბათუმელ მედროშეს", თემურ ქათამაძეს,...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურ...