ორშაბათი, ივლისი 14, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო...

“მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების საქმიანობა, არამედ კერძო და სახალხო თეატრებისაც” – თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროში კულტურის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან და სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან ერთად კულტურის კოდექსზე მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების წარმომადგენლები, თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი, კერძო თეატრების წარმომადგენლები, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს წარმომადგენელი თეატრის კრიტიკოსები, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე თეატრებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და მისი თეატრის საჭიროებებზე მორგებაზე გაიმართა მსჯელობა. შედგა შეთანხმება, რომ სამუშაო ჯგუფს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი უხელმძღვანელებს და ჯგუფი ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგენს თეატრის წინაშე მდგარი პრობლემების ნუსხას, მათი გადაჭრის გზებს და რეფორმის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც სამინისტრო შეიმუშავებს და ჯგუფს დასამტკიცებლად დაუბრუნებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყება კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, რის შემდეგაც მოცემული ცვლილებები კანონმდებლობაში აისახება.

როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, კულტურის კოდექსზე სამუშაოდ სამინისტროსთან რამდენიმე თემატური ჯგუფი არის შექმნილი და დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ცვლილებებმა დაარეგულიროს არა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების საქმიანობა, არამედ საკანონმდებლო ბაზა უფრო მეტად იყოს ხელშემწყობი კერძო თეატრებისთვის, ასევე, იმ თეატრებისთვის, რომლებიც არიან კულტურის სახლებში განთავსებულნი და ჩვენ ვიცნობთ თითოეულ მათგანს სახალხო თეატრის სახელით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არეგულირებდეს თეატრის მომიჯნავე სფეროებსაც, რომლებიც მომართულნი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ საქართველოში ქართული თეატრი კიდევ უფრო განვითარდეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი, საინტერესო და დისკუსიებით სავსე იყო. მან ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს და მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს, რომლის წარმომადგენელი კულტურის სამინისტროს სამუშაო ჯგუფებში პირველივე დღიდან არის ჩართული.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...