ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბები"მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვლადიმერ ვოლფის-ძე...

“მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვლადიმერ ვოლფის-ძე ჟირინოვსკი” – ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი “ტელეგრამ არხზე” პოსტს  აქვეყნებს და ინფორმაციას ავრცელებს რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ:

მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვლადიმერ ვოლფის-ძე ჟირინოვსკი.

ნათელი, ტალანტის მქონე პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც სიღრმისეულად ესმოდა, თუ როგორაა მსოფლიო მოწყობილი და ბევრი რამ წინასწარ განჭვრიტა.

სახელმწიფო დუმაში ფრაქცია რლდპ-ის ლიდერი. ის ყოველთვის იყო მოქმედებების შუაგულში.

მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ მის გარეშე ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარება.

მისი საქმიანობის საუკეთესო შეფასება – ამომრჩეველთა უცვლელი მხარდაჭერა.

ყველა ჩვენთაგანისთვის – ეს აუნაზრაურებელი დანაკლისია.

დაე, მასთან დაკავშირებთ ნათელი ხსოვნა ყოველთვის იყოს ჩვენს გულებში“, – აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.

P.S. ანალოგიური ინფორმაცია, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების თაობაზე გავრცელდა ა.წ. 25 მარტსაც, რაც თავის დროზე უარყო იმავე ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელიც ამჟამად ამ ფაქტის თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას. ფაქტი დაადასტურა რუსეთის სახელმწიფო დუმამაც. სავარაუდოდ უახლოეს დროში კრემლი გაავრცელებს შესაბამის ინფორმაციას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...