შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი -...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი – თეონა ჭალიძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს არ მისცეს კარვის დადგმის უფლება:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. პოლიციამ, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის თანმხლებ პირებს, არ მოგვცა უფლება, რომ კარავი გაგვეშალა რუსთაველზე პარლამენტის წინ, იმ ადგილზე სადაც შვილმკლული მამების აქციები დაიწყო ერთი წლის წინ, 2018 წლის 10 სექტემბრიდან პერმანენტული სახე მიიღო და შემდგომ კარვებიც დაიდგა. იქ სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა და გამოხატავდა პროტესტს, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ვაგროვებდით ხელმოწერებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

საპატრულო პოლიციის უფროსთან, მიხეილ დილიბაშვილთან შეთამხმებით პოლიციის მაღალჩინოსნები, ვლადიმერ სადღობელაშვილი და სხვები ურცხვად ხელს გვიშლიდნენ კარვის დადგმაში და გვატყუებდნენ, რომ მერიამ ფილების აყრა – სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და ამ მიზეზით გვზღუდავდნენ. ეს რომ ტყუილი იყო, რაც მერიამაც დაადასტურა, როდესაც ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა რომ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას დაგეგმილი არ აქვს.

არანაირი სამართლებრივი საფუძველი პოლიციას არ ჰქონდა, რომ კარვის გაშლა ჩვენთვის აეკრძალა, თუმცა ხელისუფლებას იმდენად ყელში ეჩხირება მაჩალიკაშვილის დაუღალავი ბრძოლა სიმართლისთვის, რომ ყველანაირ მდაბიო მეთოდებს იყენებენ დაბრკოლებების შესაქმნელად. სამართალდამცავები თავად იქცნენ სამართალდამრღვევებად.

20 ივნისის სისხლიანი ღამე მაჩალიკაშვილის კარვების დასაშლელადაც გამოიყენეს და ეგონათ ამით მისი პროტესტიც დაასრულეს, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სამართალს არ მიაღწევს თემირლანის ოჯახი და მათთან ერთად თითოეული ჩვენგანიც“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...