spot_img
მთავარიტურიზმი"ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია,...

“ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის” – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ტურიზმის სექტორისთვის კონკრეტული შეღავათების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით:

ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის

საქართველოს მთავრობამ შეისწავლა დარგში არსებული ვითარება და პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი საგადასახადო შეღავათის შემოღების შესახებ. ეს სიახლე მხოლოდ 2021 წლის ქონების გადასახადს შეეხება და მოიცავს დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად.

ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:

  • სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
  • რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
  • სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
  • ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს....

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება,...