პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული...

“11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს” – ჯანდაცვის სამინისტრო

ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს. უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდა. სამინისტროში მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა.

რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

„პოზიტიური სია“-ში შედის: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში; საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებისთვის “პოზიტიურ სია”-ში მოსახვედრად კი საჭიროა, GMP სერტიფიკატისა და ბიოექვივალენტობის (in vivo მეთოდით) ჩატარებული კვლევის შედეგის წარმოდგენა.

აღსანიშნავია, კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება.

11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...