spot_img
მთავარისხვადასხვა"უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ცილს სწამებს" - ნანა კაკაბაძე

“უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ცილს სწამებს” – ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ცილს სწამებს…

უკრაინის ხელისუფლება თითქმის ყოველდღე იცლის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებისთვის. ამჯერად საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველო პირდაპირ დაადანაშაულეს რუსეთისათვის იარაღის მიწოდების სატრანზიტო გზის გახსნაში.

უკრაინის ხელისუფლებაში ჩაბუდებული ნაცებიდან გადმოცემული პასი ოსტატურად მიიღეს აქაურმა ნაცებმა, ატეხეს წივილ-კივილი, იციან რა, რომ ეს ფაქტი ყალბია, არ ინტერესდებიან, რას ემყარება იგი.

მით უმეტეს, ამ ინფორმაციას ავრცელებს უწყება, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელად სულ ახლახანს მამალი ნაცი (ადრე იგორ გიორგაძის უწყების მაღალჩინოსანი) გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს საქართველოში: ან დაადასტურეთ ეს სკანდალური ინფორმაცია კონკრეტული ფაქტებით, ან უარყავით ცილისწამება და პასუხი აგებინეთ მის გამავრცელებელ წყაროს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა კაკაბაძე.

ინფორმაციისთვის: როგორც უკრაინული მხარე აცხადებს – სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები, საქართველოს ტერიტორიაზე, კონტრაბანდის არხებს ქმნიან, ხოლო საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, დაავალა, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...