ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ღარიბაშვილი თუ მართლა გულისხმობს იმას, რაც თქვა – ეს უკვე სრული კოშმარია!” – გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ ამ თემებზე საუბარი პროფესიონალებს მიანდოს:

,,ეს თუ უბრალოდ იმის უუნარობა არის, რომ თავისი აზრი ჩამოაყალიბოს ეს უბედურებაა, თუ მართლა გულისხმობა იმას, რაც თქვა – ეს უკვე სრული კოშმარია.

საერთოდ, ალბათ, წესად უნდ აიღოს სულ ყველამ – ამ ძალიან დაძაბულ დროს მაშინ, როდესაც ყოველი სიტყვა უნდა იყოს ოქროს ფასად აწონილი და შემდეგ გახმოვანებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროფესიონალებს მიანდოს ამ თემებზე საუბარი, თორემ ერთი შეცდომა მეორეზე მოსდის და კიდევ უფრო დაძაბავს, ისედაც დაძაბულ სიტუაციას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული