ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 აპრილისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 აპრილისთვის

1 აპრილს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

ლარის კურსის გამყარების პროცესი, ძირითად ვალუტებთან მიმართებაში კიდევ გაგრძელდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

29 მარტი – 3.1917;
30 მარტი – 3.1354;
31 მარტი – 3.1013;
1 აპრილი – 3.0896.

2 აპრილიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0918, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოს გაუფასურდა 0.0022 ლარით.

წინა დღის კურსთან შედარებით ლარმა გააგრძელა გამყარება ევროსთან მიმართებაში და კიდევ გამყარდა 0.0081 ლარით. თუ 1 აპრილის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.4276 ლარი, 2-4 აპრილის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.4195 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.0629 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2104 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0498 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8218 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.4004 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3457 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.8604 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.6743 ლარი

საყურადღებოა, რომ მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, შეინიშნებოდა ლარის კურსის მკვეთრი გამყარება რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაგრამ მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან ლარმა უკვე, პირიქით, დაიწყო მკვეთრი გაუფასურება (და ეს იმ დროს, როცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ლარი ინარჩუნებდა გამყარების ტენდენციის სტაბილურ ნიშნულს) და მცირედი რყევით, ეს წინა კვირაშიც გაგრძელდა.

გაგაცნობთ ბოლო რამდენიმე დღის კურსს, კერძოდ 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:

29 მარტი – 3.2443;
30 მარტი – 3.5715;
31 მარტი – 3.6773;
1 აპრილი – 3.7593;

ამჯერად, ლარის კურსის 4-დღიანი საგრძნობი გაუფასურების დინამიკა 1 აპრილის ვაჭრობაზე შეჩერდა, ლარი რუბლთან მიმართებაში 0.0328 ლარით გამყარდა და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.7211 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით: ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-28 მარტისთვის, მცირე ანალიზით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...