ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენ გვქონდა იმიტირებული არჩევნები, თუმცა რეალურ სიტუაციაში გამოვცდით შაბათს” – გიორგი სიორიძე

დღეს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შუალედური ანგარიში წარედგინა.

პრეზენტაციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ:

,,კრწანისში, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ჩვენ დავნერგეთ მთვლელი მანქანების ტექნოლოგია, რომელმაც თავის ამოცანა შეასრულა. ახლა ჩვენ შემოვიტანეთ ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გულისხმობს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ,,ვერიფიკაციის“ აპარატებით, რომელიც არის გამიზნული სწორედ იმისთვის, რათა დასრულდეს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება ,,კარუსელების“ გამოყენებით. ამისთვის არის ეს გამოგონილი და ჩვენც სწორედ ამიტომ ვიღწვოდით, რომ დაგვენერგა ეს მეთოდი და საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა აღარ არსებობდეს.

ჩვენ გვქონდა იმიტირებული არჩევნები, თუმცა რეალურ სიტუაციაში გამოვცდით შაბათს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდა ჩაბარებული იქნება, ტექნოლოგიის თვალსაზრისით და მომავალში საქართველოში ჩვენ ამას დავნერგავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა ეს არის დაკავშირებული ამავდროულად ფინანსებთანაც. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ფინანსური მხარდაჭერის ნება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული