ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერმა ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა

თბილისის მერმა ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.

ეს ტერიტორია, სადაც წლების წინ იყო კორტები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, 2009 წელს გასხვისდა, კორპუსების მშენებლობის მიზნით, წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი – ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ძალიან მალე გვექნება ყოველმხრივ მოწესრიგებული სივრცე. ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნეს-ზონა და დასასვენებელი სირცეები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...