spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის...

“საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ” – დიმიტრი საძაგლიშვილი “7 ნოემბრის” საქმეზე

,,ამ ხელისუფლებისგან არა თუ სამართლებრივი, არამედ მორალური გამართლებაც კი არ აქვს ასეთი ტიპის დევნას“ – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა 7 ნოემბრის საქმეზე. აღნიშნულ საკითხზე სხდომის დაწყებამდე მწვავე კომენტარი გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა:

,,მიხეილ სააკაშვილს ბრალდება ედავება პოლიტიკურ სიტუაციას და მოვლენებს, რაც განვითარდა იმ დღეს ისე, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

7 ნოემბერთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იყო შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამაზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო თავის დროზე, როდესაც გადადგა თანამდებობიდან და ჩაატარა ვადამდელი არჩევნები, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პრეზიდენტზე არის სრულიად წარმოუდგენელი და უბრალოდ სამართლებრივი აბსურდი.

მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას ვინ აკეთებს ამას – ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც სისხლიანი ღამე მოაწყო 2019 წლის 20 ივნისს და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ რუსები ესიამოვნებინა. მერე გვახსოვს ჩვენ გავრილოვის კმაყოფილი განცხადებები. ამ ხელისუფლებისგან არა თუ სამართლებრივი, არამედ მორალური გამართლებაც კი არ აქვს ასეთი ტიპის დევნას“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში 7 ივნისის დაგეგმილი არჩევნების გეოპოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...