ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ყველა მანიპულაცია განწირულია მარცხისთვის...

ივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ყველა მანიპულაცია განწირულია მარცხისთვის – პაატა მანჯგალაძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ახდენს რა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას, ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაზე და მიაჩნია, რომ ყველა მისი მცდელობა განწირულია მარცხისთვის:

ბიძინა ივანიშვილის ყველა ქმედება დაკავშირებულია და მომდინარეობს ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანიდან და რაც დრო გადის, უფრო და უფრო სცდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებსა და საღი გონების ლოგიკას. მხედველობაში მაქვს “გავრილოვის ღამე”, გახარიას გმირად წარმოჩინება, რუსთავი 2-ის ხალვაშისთვის ელვისებური სისწრაფით გადაფორმება და სხვა ქმედებები.

ჩვენ ვხედავთ როგორ  მოქმედებს ხელისუფლების შენარჩუნების ინსტინქტის ბიძინასეული მექანიზმი, რომელიც, ძირითადად, შიშზე და ადამიანური სისუსტეებით მანიპულირებაზეა დაფუძნებული. იგი ცდილობს, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ ის არის სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი, ხოლო ყველა სხვა მხოლოდ არეულობას და ძალმომრეობას უქადის ქვეყანას. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ცალკეული  გავლენიანი პოლიტიკური ინდივიდების შეთანხმებულ მოქმედებას, ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გაჩენის გზით და ამისთვის იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა  პოტენციურად “საფრთხის” შემცველი ლიდერების იზოლაცია, მოსყიდვა, მორალური ტერორი და სხვა.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ის გრძნობს თავის სისუსტეს და ეშინია ჩვენი, რადგან ზუსტად იცის, რომ მას იცავს არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების პაროდია, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტები მისი ჩარევის გარეშე საერთოდაც  არ გააჩნია.

ხელისუფლების შენარჩუნების ყველა მანიპულაცია განწირულია მარცხისთვის და ხალხთან წინააღმდეგობით დროის გაწელვა მხოლოდ ზამბარის ეფექტის მატარებელი იქნება მისთვის, რომელიც უფრო ეფექტურად და უფრო შორს გასტყორცნის პოლიტიკურ მოუსავლეთში” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...