ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკალარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-28 მარტისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 26-28 მარტისთვის

25 მარტს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

ლარის კურსის გამყარების პროცესი, უმნიშვნელო რყევების მიუხედავად, დასტაბილურდა, რაც პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამოიკვეთა. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

22 მარტი – 3.2219;
23 მარტი – 3.2348;
24 მარტი – 3.2385;
25 მარტი – 3.2372.

26 მარტიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.2234, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა გამყარდა 0.0138 ლარით.

წინა დღის კურსთან შედარებით ასევე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში – 0.0075 ლარით. თუ 25 მარტის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.5561 ლარი, 26-28 მარტის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.5486 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.2481 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2173 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0917 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.9008 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.5642 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4780 ლარი
10 ჩინური იუანი – 5.0660 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 10.0134 ლარი

საყურადღებოა, რომ მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, შეინიშნებოდა ლარის კურსის მკვეთრი გამყარება რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაგრამ მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან ლარმა უკვე, პირიქით, დაიწყო მკვეთრი გაუფასურება (და ეს იმ დროს, როცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ლარი ინარჩუნებდა გამყარების ტენდენციის სტაბილურ ნიშნულს) და ერთგვარად დასტაბილურდა დაბალ ნიშნულზე.

გაგაცნობთ ბოლო რამდენიმე დღის კურსს, კერძოდ 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:

19-21 მარტი – 3.1295;
22 მარტი – 3.0678;
23 მარტი – 3.0954;
24 მარტი – 3.1404;
25 მარტი – 3.3649.

ლარის კურსის 3-დღიანი სტაბილური გაუფასურების დინამიკა 25 მარტის ვაჭრობაზე შეჩერდა და ლარი რუბლთან მიმართებაში 0.1068 ლარით გამყარდა და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.2581 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით: ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 მარტისთვის

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...