კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე...

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აცნობებს, რომ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

„პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.

„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ.

პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.

ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ – ისინი, „პაქსლოვიდით“, ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში იმკურნალებენ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „პაქსლოვიდი“ Pfizer-ის წარმოებისაა და 90%-იანი დაცულობა გააჩნია.
ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ პარტიაზეც ისაუბრა.
ახალი ვაქცინა, საქართველოში, მომდევნო კვირაში შემოვა“, -აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, ისევე როგორც ვაქცინაციის პროცესი, რომლის წასახალისებლადაც კვლავ გაგრძელდება ერთჯერადი დანამატების გაცემა – პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარის, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში კი 100 ლარის ოდენობით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...