ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით...

“ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში უხვნალექიანობის გამო შექმნილი პრობლემებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით:

უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ და შიდა გზებზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:

N4 ბარათაშვილი – წავკისი
N10 ბარათაშვილი -კოჯორი
N29 სადგურის მოედანი – სოფ. თხინვალა
N89 ვაჟა-ფშაველას მე – 4 მკ/რ( ვეძისი ) – დიდუბე
N90 ბარათაშვილი – ოქროყანა (მთაწმინდა)
N99 მს დელისი – ნუცუბიძის მე-5 მ/რ
N103 ბარათაშვილი – ტაბახმელა
N106 ბარათაშვილი – კიკეთი
N112 ბარათაშვილი – შინდისი
N334 მს დელისი – წყნეთი
N363 სახ. უნივერსიტეტი – სოფ. თხინვალა

ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:

N6 ბარათაშვილი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N18 მს ისანი- პატარა ლილო
N27 სადგურის მოედანი – ვაშლიჯვარი
N47 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე
N88 ბარათაშვილი – ნუცუბიძე
N107 მს დელისი – სოფ ლისი (წოდორეთი)
N301 წმინდა ბარბარეს უბანი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N332 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე

თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

„ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...