spot_img
მთავარიანალიტიკალარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 მარტისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 მარტისთვის

18 მარტს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

ლარის კურსის გამყარების პროცესი, უმნიშვნელო რყევების მიუხედავად, დასტაბილურდა, რაც ძირითად უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამოიკვეთა. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

15 მარტი – 3.2322;
16 მარტი – 3.2178;
17 მარტი – 3.2274;
18 მარტი – 3.2209.

19 მარტიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.2096, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა გამყარდა 0.0113 ლარით.

წინა დღის კურსთან შედარებით ასევე მკვეთრად გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში – 0.0118 ლარით. თუ 18 მარტის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.5549 ლარი, 19-21 მარტის პერიოდში კი 1 ევრო ეღირება 3.5431 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.2145 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2168 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0637 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8929 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.5695 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4324 ლარი
10 ჩინური იუანი – 5.0438 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.8724 ლარი

საყურადღებოა, რომ მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, შეინიშნებოდა ლარის კურსის მკვეთრი გამყარება რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ლარმა უკვე, პირიქით, დაიწყო მკვეთრი გაუფასურება (და ეს იმ დროს, როცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში ლარი ინარჩუნებდა გამყარების ტენდენციის სტაბილურ ნიშნულს).

გაგაცნობთ ბოლო რამდენიმე დღის კურსს, კერძოდ 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:

12-14 მარტი – 2.4885;
15 მარტი – 2.7445;
16 მარტი – 2.8513;
17 მარტი – 3.2069;
18 მარტი – 3.0748.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში გამყარდა, თუმცა 18 მარტის ვაჭრობაზე წინა კურსთან შედარებით ისევ გაუფასურდა 0.0547 ლარით და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.1295 ლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 13-15 ივნისის პერიოდისთვის

12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...