ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გასაკვირია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საიდან იცის - ვინ სად...

“გასაკვირია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საიდან იცის – ვინ სად ინიშნება უკრაინაში?!” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის დანიშვნაზე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ საქართველოში ბრალდებული ადაიანი, როდესაც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე არ არის სასიმიავნო:

,,გასაკვირია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს და საიდან იცის ვინ სად ინიშნება უკრაინაში?! – მით უმეტეს კონტრდაზვევაში. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით, აქ ქვეყნის არევის.

თავისთავად, როდესაც ასეთი ადამიანი, რომელიც ბრალდებულია ასეთ მძიმე დანაშაულში, ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ასევე, როგორც ვხედავთ, არის გენერალური პროკურორის მრჩეველი.

რა თქმა უნდა, ეს არის სასიამოვნო, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ხაზს ვუსვავთ – ეს დღეები, ყოველ დღე, ახლა არ არის მომენტი ამ საკითხებზე საუბრის და ამ საკითხების განხილვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გია ლორთქიფანიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც წლებია უკრაინაში მოღვაწეობს. მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...