კვირა, ივლისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური...

“ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია” – კოკა კაციტაძე

ტელეკომპანიების “ფორმულასა” და “მთავარი არხის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა:

ტელეკომპანია ,,ფორმულა“-ს თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისულები იყვნენ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტიდან მალევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეო ჩანაწერი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

უმოკლეს დროში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენს მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს, გუშინ ზუგდიდში ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტსაც. ამ დროისთვის გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...