spot_img
მთავარიოკუპაციაპაატა მანჯგალაძე: "უკრაინელი ხალხის გამარჯვება და დეოკუპაცია დომინოს...

პაატა მანჯგალაძე: “უკრაინელი ხალხის გამარჯვება და დეოკუპაცია დომინოს ეფექტს გამოიწვევს საქართველოს თავისუფლების და დეოკუპაციის საქმეში”

ამ მაღალი ტრიბუნიდან მინდა მხარდაჭერა გამოვხატო თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ზუსტად მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვება, უკრაინელი ხალხის გამარჯვება და დეოკუპაცია დომინოს ეფექტს გამოიწვევს საქართველოს თავისუფლების და დეოკუპაციის საქმეში და ამიტომ მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მე ასევე მინდა მჯეროდეს, რომ ამ დარბაზში არ არსებობს ადამიანი, ვინც არ თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული იმპერია დაიმსხვრეს და მან მტრული ქმედებები არ განახორციელოს საქართველოშიც. რომ რუსეთის დამარცხება, პირველ რიგში, არის საქართველოს ინტერესებში.

შესაბამისად, მე მაქვს კონკრეტული კითხვები და ძალიან გამეხარდება თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ კონკრეტულ საკითხებზე, შეძლებისდაგვარად, გასცემენ პასუხებს.

მაინტერესებს, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისთვის რა არის მთავარი? რასაც გვირჩევენ ე.წ. მეგობრები, ვგულისხმობ რუსეთიდან და აქ შიდა მე-5 კოლონა, რომ საქართველომ გონივრული დათმობები უნდა გააკეთოს და გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ თუ ჩვენ ერთიანად მტკიცე პოზიცია უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ერთიანი, საქართველო სუვერენიტეტით და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებით არ ვაჭრობს.

რუსეთისთვის კავკასიაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს სუვერენული და თავისუფალი საქართველო, შესაბამისად ჩემთვის გაუგებარია რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ პრიმიტიული პოლიტიკა, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ უდრის მშვიდობას, სხვა პარტიები, ოპოზიცია უდრის ომს.

მაინტერესებს, ვინმე ამ პარლამენტში სერიოზულად ფიქრობს, რომ როდესმე საქართველომ შესაძლებლობა მისცა რუსეთს პროვოცირებისთვის და როდესმე საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას რაიმე ბრალი მიუძღვის რუსეთთან ომის დროს? ასეთი ადამიანი არსებობს საქართველოს პარლამენტში? მაშინ რატომ გვჭირდება ამის ყოველთვის ძახილი, რომ ვიღაცას უნდა ომი, ვიღაცას უნდა მშვიდობა.

დიახ, მე მინდა მშვიდობა პირველ რიგში, მე ვარ მშვიდობის მომხრე ადამიანი და ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რომ ომი მინდოდეს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი არანაირ გონივრულ კომპრომისებს არ ცნობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...