ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"გადით მიტინგებზე, ნურაფრის შეგეშინდებათ, ყველას ვერ დაგვიჭერენ!" -...

“გადით მიტინგებზე, ნურაფრის შეგეშინდებათ, ყველას ვერ დაგვიჭერენ!” – მარინა ოვსიანიკოვა

სსრკ/რუსეთის ისტორიაში პირველად პროტესტის გამოხატვა მთავარი საინფორმაციო გადაცემის პირდაპირ ეთერში. 14 მარტს, ღამით, “ვრემია”-ს პირდაპირ ეთერში ანტისაომარი მოწოდების საპროტესტო ბანერით შეიჭრა არხის მთავარი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, შეძახილებით “არა ომს“. პროტესტი რამნდენიმე წამს გაგრძელდა, საინფორმაციო გადაცემა სხვა სხვა სიუჟეტზე გადაირთო, თუმცა მთელმა მსოფლიომ გაიგონა მოწოდება და წაიკითხა პლაკატზე გამოხატული პოზიცია – “შეჩერეთ ომი! არ დაუჯეროთ პროპაგანდას! აქ თქვენ გატყუებენ!

მამით უკრაინელი და დედით რუსი მარინა გააზრებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება საკმაოდ მძიმე სანქციები გავრცელდეს, რუსული კანონების შესაბამისად. პროტესტამდე, მან, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება – დანაშაულია და რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე ეკისრება მხოლოდ ერთ ადამიანს – ეს არის ვლადიმერ პუტინი. ჩემი მამა უკრაინელია, დედა – რუსი და ისინი არასოდეს იყვნენ მტრები. ეს სამკაული ჩემს ყელზე (რგოლი, უკრაინისა და რუსეთის დროშების ფერებში, რედ.), არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხი ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას.

სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა, ამის გამო, ძალიან მრცხვენია. მრცხვენია იმის გამო, რომ ნებას ვაძლვდი ელაპარაკათ ტყუილი, ტელევიზორის ეკრანიდან. მრცხვენია იმის გამო, რომ რუსი ადამიანების ზომბირების უფლებას ვაძლვდი.

ჩვენ გავჩუმდით 2014 წელსაც, როცა ყველაფერი ეს იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა – ამ ანტიადამიანურ რეჟიმს უბრალოდ მდუმარედ შევყურებდით.

ახლა ჩვენ მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათამკვლელი ომის სირცხვილს.

მხოლოდ ჩვენ, მოაზროვნე და გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, ნურაფრის შეგეშინდებათ, ყველას ვერ დაგვიჭერენ!” – განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.

ამ აქციის შემდეგ, მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს. ადვოკატებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ, თუ სად იმყოფებოდა დაპატიმრებული.

მოხდარი ფაქტის გამო მარინა, ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლის საფუძველზე 30 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმეს, თუმცაღა არ გამორიცხავენ, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულშიც წაუყენონ…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავის ბედს თუ ერთი რუსი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მომავალს?” – ლაშა...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...