,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას კომენტარით პასუხს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს არ აპატიეს, რომ სხდომათა დარბაზში შეიყვანა უკრაინის ელჩი და გააკეთა მწვავე კრიტიკული შეფასებები ხელისუფლების მიმართ:
,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება – ეს არის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული.
სალომე ზურაბიშვილს არ აპატიეს ის, რომ სიმბოლურად დარბაზში შემოიყვანა უკრაინის ელჩი და ამისთვის სჯიან.
ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კუდიანებზე ნადირობა. მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო პატარ-პატარა ეშმაკებად ოპოზიციის წარმომადგენლები.
პირადად ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია ეს განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ქვეყნა იმართება პარტიული ინტერესებით და არა კანონის შესაბამისად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ