შაბათი, მაისი 4, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 მარტისთვის

11 მარტს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის რამდენიმედღიანი ვარდნა შეჩერდა და ბოლო 2 ვაჭრობისას მკვეთრი გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა. კერძოდ, ასეთი დინამიკა გამოიკვეთა ლარის კურსთან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

8-9 მარტი – 3.3991;
10 მარტი – 3.4019;
11 მარტი – 3.3189.

12 მარტიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.2308, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა გამყარდა 0.0881 ლარით.

წინა დღის კურსთან შედარებით ასევე მკვეთრად გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში – 0.1120 ლარით. თუ 11 მარტის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.6607 ლარი, 12-14 მარტის პერიოდში კი 1 ევრო ეღირება 3.5487 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.2278 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2158 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0707 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.9054 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.2326 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4740 ლარი
10 ჩინური იუანი – 5.0992 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.9232 ლარი
100 რუსული რუბლი – 2.4885 ლარი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული