პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი...

“სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს?!” – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ვრცელდება. ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება:

ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – “ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით“. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა.

წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.

ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.

და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს?! და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!

ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.

“მძინარე ცხინვალის დაბომბვის” აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...