ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად"...

“დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად” – სახალხო დამცველი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით:

2022 წლის 9 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განახორციელეს ვიზიტი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს. ვიზიტმა ცხადყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის რელევანტური გამოკვლევების შესაბამისი პროფილის კლინიკაში დაუყოვნებლივი ჩატარება და შემდგომი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა. აღნიშნული კი გადაუდებელ გამოკვლევებს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ციხეში არ არის.

მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კვლავ არ ჩატარებულა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT კვლევა). კვლევის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 19 იანვარს გასცა. MRT კვლევის საჭიროებას პენიტენციური დაწესებულებაც იზიარებდა და დაგეგმილიც კი ჰქონდა, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის ექიმების/მოწვეული ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის რეკომენდირებული აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...