სამშაბათი, ივლისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თორნიკე რიჟვაძემ ერთხელაც კი ვერ გაბედა ეთქვა, რომ...

“თორნიკე რიჟვაძემ ერთხელაც კი ვერ გაბედა ეთქვა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი” – გიორგი კირთაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” აჭარის წარმომადგენლობამ და რეგიონის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც მოითხოვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის გადადგომას უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებაში მისი პოზიციის გამო. ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე:

,,შეკითხვაზევინ დაიწყო ომი უკრაინაში“, აჭარის ავტონიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, მან კომენტარში ერთხელაც კი ვერ გაბედა ეთქვა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და რუსეთი არის აგრესორი.

ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგაც კი თორნიკე რიჟვაძე რუსეთს ოკუპანტად და აგრესორად ვერ ასახელებს. მის facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს.

შესაბამისად, მისი ეს განცხადებებიც წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესთან. მან, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი.

ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ პროცედურას მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს – გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომლის ზეწოლითაც მათ, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს უკვე 2 კვირის განმავლობაში დაინიცირებული რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას გულისხმობს, ახლა მაინც ჩამოირეცხონ სირცხვილი და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით – თუ ვინ დაიწყო ომი, თავი აარიდა და უპასუხოდ დატოვა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...