spot_img
მთავარიკანონი და სამართალიდროა რაღაც-რაღაცებს ფარდა აეხადოს, სოსო გოგაშვილის და ირაკლი...

დროა რაღაც-რაღაცებს ფარდა აეხადოს, სოსო გოგაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის პასუხისგებაში მიცემის დროა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ (ვახა) მასალიკაშვილია წლებია ითხოვს მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, თუმცა ამ მხრის საქმე წინ არ წასულა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს შვილმოკლული მამა და სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს:

გასაგებია, მძიმე ვითარებაში ვართ დღეს, უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა – სიდუხჭირე, შიმშილი, მძიმე პირობები, ქვეყნიდან ამის გამო გაქცეული მილიონობით მოქალაქე, უსამართლობა, კრიმინალი და ამ ყველაფრის მიუხედავად მართვის სადავეებს ჩაბღაუჭებული რუსული ოცნების “ქართული ოცნება”, რომელიც რუსის მონად არის დასახელებული თვით რუსეთის ფედერაცის მიერ.

დროა, მგონი, უკვე რაღაც-რაღაცებს ფარდა აეხადოს. დროა, მგონი, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის პასუხისგებაში მიცემის. დროა უკვე ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი შეფის, აწ უკვე გაფარჩაკებული, ირაკლი ჩიმაკაძის პასუხგებაში მიცემის საკითხი დადგეს, მაშინდელი მათი “ნასედკები”, რა თქმა უნდა, გამოვლენილია თითქმის ყველა, უკლებლივ.

ვფიქრობ, დადგა დრო თქვენც დაფიქრდეთ, რომ ამ ადამიანების ჩადენილი ცოდვა არ იქნება სიკეთის და სიმშვიდის მომტანი, ამ ქვეყნისთვის, ისედაც არ ვართ კაი დღეში. თემირლანის დედის წყევლა მძიმე კვალს დატოვებს სამომავლოდ, თუ ეს ადამიანები პირუტყვები იქნებიან, დაუსჯელები, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინეს, ვინც ამ სისასტიკეს თქვენებური სახელი დაარქვით, 5 წელია დუმხართ ჯოჯოხეთური სიყალბით.

დღევანდელ მსოფლიოში ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, ვინ იცის ხვალ რა მოხდება გაეცით ამ ოჯახს პასუხი გამოაავლინეთ მკვლელები.

და ასევე მინდა გითხრათ, რომ მორჩით ჩემზე უაზრობის საუბარს თითქოს პოლიტიკოსობაზე ვფიქრობ ან რამე თანამდებობაზე მიჭირავს თვალი, ეხლა თუ სამომავლოდ. გეყოფათ – მე არ მჭირდება არც არაფერში, ეს თქვენნაირების ადგილია და არა ჩემი და ჩემნაირების. მე თავად ვიცი რა მჭირდება. აქ, ამ საქმეს გაეცით პასუხები, სანამ არაა გვიანი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...