კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაპირებისამებრ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი

“დაპირებისამებრ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე წამლების მაღალ ფასებთან და მის გაიაფებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის იაფი წამლები უკვე შემოსულია საქართველოში:

ჩვენ, დაპირებისამებრ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი და გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა.

წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი. მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ მანამდე იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-80%-ით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია.

მინდა, მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ძალიან აქტიურად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყო. დღეს იგი მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს ჩამოიტანს. ამას გარდა, ათობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ეს პროცესი დაჩქარდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად.

რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი მიღწეულია. ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...