spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 მარტისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 მარტისთვის

4 მარტს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსმა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გააგრძელა არასტაბილურობისა და გაუფასურების ტენდენცია და უფრო საგრძნობიც გახდა ვარდნა. კერძოდ, ასეთი დინამიკა გამოიკვეთა ლარის კურსთან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

1 მარტი – 3.2054;
2 მარტი – 3.2244;
3-4 მარტი – 3.2419.

5 მარტიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.2744, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა 0.0325 ლარით.

წინა დღის კურსთან შედარებით ასევე გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებაში – 0.0060 ლარით. თუ 4 მარტის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.5975 ლარი, 5-7 მარტის პერიოდში კი 1 ევრო ეღირება 3.6035 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 4.3605 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2301 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0851 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.9311 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.4134 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.5649 ლარი
10 ჩინური იუანი – 5.1841 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 10.0803 ლარი

საინტერესოა რუსულ რუბლთან მიმართებაში დაფიქსირებული დინამიკა, მისი მკვეთრი ვარდნა – 100 რუსული რუბლი ბოლო დღეებში ღირდა:

26 თებერვალი – 3.7416;
1 მარტი – 3.2024;
2 მარტი – 3.1359;
3-4 მარტი – 2.9189.

საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ლართან მიმართებაში რუსული რუბლის ვარდნა შეჩერდა და ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, კიდეც. ანუ ლარი ბოლო ვაჭრობაზე, წინა კურსთან შედარებით გაუფასურდა 0.0104 ლარით და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 2.9293 ლარი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 13-15 ივნისის პერიოდისთვის

12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...