ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ლეგენდარული მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა…

80 წლის ასაკში მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული გარდაიცვალა.

ელგუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. მსახიობის კარიერა 1974 წლიდან დაიწყო და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართულ კინოში. საოცრად ითამაშა თემურ ბაბლუანის შთამბეჭდავ ფილმში “უძინართა მზე”, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა.

ელგუჯა ბურდული 1984 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი.

გადაღებულია ფილმებში:

“ბეღურების გადაფრენა”(1977)
“მაცგი” (1979)
“მოცურავე” (1980)
“მოქცევა” (1982)
“დიმიტრი მეორე” (1982)
“ადამიანთა სევდა” (1984)
“გარიგება” (1985)
“უძინართა მზე” (1992)
“შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” (1996)
“ანთიმოზ ივერიელი” (2001)
“სვანი” (2007) და სხვა.

2021 წელს ელგუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული