“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ეხებოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის თქმით შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. პარლამენტში გამართულ შეხვედრას უკრაინიდან გიორგი ვაშაძეც ესწრებოდა
“შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. სამუშაო ჯგუფში შევიდნენ, როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები, ასევე უსაფრთხოების საგარეო სფეროში მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები.
გაწევრიანების მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაძლიერება, როგორც ქვეყნის გარეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სექტორში”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს