კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: "შემდგომ პლენარულ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის...

შალვა პაპუაშვილი: “შემდგომ პლენარულ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა – ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან”

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, როგორც წესი, იმართება თებერვალში პირველ პლენარულ სხდომაზე, თუმცა, რაც შეეხება თავად თარიღს, ეს გახლავთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად განსასაზღვრი თარიღი. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ 5 მარტი ყოფილიყო ეს თარიღი, როგორც ნახეთ, ბიურო არ დაეთანხმა და აზრი გამოითქვა და შეთავაზება, რომ შემდგომ პლენარულ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა – ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბიუროზე, გამართული დისკუსიის შემდეგ, სადაც ყველა მხარემ გამოხატა საკუთარი პოზიცია, ბიურომ მხარი არ დაუჭირა ხვალინდელი სხდომის ჩანიშვნას.

ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ საპარლამენტო ტრადიციიდან გამომდინარე თუ შევხედავთ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებებს, ის იმართება სწორედ სასესიო კვირაში. გამონაკლისი გახლდათ შარშან, როდესაც 9 აპრილს, სპეციალურად მიეძღვნა პრეზიდენტის გამოსვლა. ზოგადად, სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა და მე ამას არ შევაჯამებ, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოვისმინოთ.

რაც შეეხება თავად ამ მოხსენებას, შეიძლება მნიშვნელობა დიდად არ ჰქონდეს, იქნებოდა ეს ხვალ თუ 15-ში. ამიტომ მთავარი, რა თქმა უნდა ეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით, კითხვის დასმის საშუალება არ არის, დეპუტატებს არ აქვთ გამოსვლის საშუალება. ანუ ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი, ტიპური დისკუსია და დებატები, რასაც საზოგადოება შეჩვეულია პარლამენტში.

ეს გახლავთ უფრო მოხსენებითი ხასიათის ფორმატი, ამიტომ უმრავლესობის მხრიდან იყო შეთავაზებული, რომ მოიძებნოს ფორმატი, სადაც საპარლამენტო ფრაქციები პრეზიდენტთან ერთად შეძლებენ დასხდომას, საუბარს და დღეს რაც არის აქტუალური, ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...