ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ...

კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორცილებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, B კატეგორიის ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აიღონ.

იცით, რომ გვყავს A და B კატეგორიების ტაქსების მძღოლები. A კატეგორია არის თეთრი ფერის ტაქსი, შესაბამისი მანიშნებლით, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. არსებობენ ასევე, B კატეგორიის ტაქსები, რომელთაც არა აქვთ მანიშნებელი – შეიძლება ჩართული იყვნენ აპლიკაციებში და ემსახურებოდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, თუმცა, შესაბამისი ლიცენზია საჭიროა B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია.

სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში – 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...