ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

“პეტიცია – მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ, ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, როგორც ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ახალი პეტიციის თაობაზე აცნობებს საზოგადოებას და მოუწოდებს აქტიურობისკენ, პეტიციაზე ხელის მოწერისკენ:

დღეს, რუსული ოკუპაციის და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, საქართველოს ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია.

რუსული აგრესიის გასანეიტრალებლად, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ ევროპის ქვეყნების ლიდერები და პოლიტიკოსები.

გიორგი ვაშაძის- სტრატეგია აღმაშენებლის, რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნით ALDE-მ (ევროპარლამენტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფრაქცია, 71 ევროპარლამენტარი) მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას EU-ში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე ევროკავშირში.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ, ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, როგორც ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა,” – ნათქვამია პეტიციაში.

გადასვლა პეტიციაზე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული