ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამარ ტალიაშვილი: "ყველაზე ძალიან, რაც გაუხარდება რუსეთს არის...

თამარ ტალიაშვილი: “ყველაზე ძალიან, რაც გაუხარდება რუსეთს არის ის, რომ ნახოს ჩვენი ქვეყანა ამ კრიტიკულ მომენტში გახლეჩილი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით ყველაზე ძალიან რაც გაეხარდება რუსეთს არის ის, რომ ნახოს საქართველო კრიტიკულ მომენტში გახლეჩილი.

პრაქტიკულად, მერამდენე დღეა მეც, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ღამეებს ვათენებ, რადგან ჩემი უკრაინელი მეგობრები მწერენ სარდაფიდან, თავშესაფრიდან, რომ „რამდენიმე წუთის წინ აფეთქდა ჭურვი“, „ახლა ვიბრძვით“ და ა.შ. – ეს ყველაფერი ადამიანურად უმძიმესი გადასატანია“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის თემას თამარ ტალიაშვილი განთლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

რაც შეეხება საქმეს, ჩვენ დღის წესრიგში გვქონდა საკითხი ,,სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც შეეხება დროშის აღმართვას სასწავლო დაწესებულებებში, ამასთან დაკავშირებით მახსოვს გასულ კვირას იყოს გარკვეული დებატები, ასევე მახსოვს რამდენიმე წლის წინ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ, რეზერვისტების ძლიერი, დიდი, საყოველთაო, ტოტალური თავდაცვის პრინციპებით უდიდესი რეზერვის შექმნის შესახებ გამართული დებატები.

მიხარია, რომ სწორედ ასეთ მძიმე წუთებში ვაახლოებთ ჩვენ პოზიციებს.

ის კურსი, რაც ჩვენ გვაქვს აღებული, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს ჩართული ქვეყნის სამსახურში, გრძნობდეს თავის სამშობლოს პატარა ასაკიდან, აი ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

ყველაზე ძალიან, რაც გაეხარდება რუსეთს არის ის, რომ ნახოს ჩვენი ქვეყანა ამ კრიტიკულ მომენტში გახლეჩილი.

ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხზე თუ როგორ გავაძლიეროთ თუნდაც განათლების მიმართულებით ეს თემა, მაგალითად, ბანაკებში დასასვენებელი თუ სარეაბილიტაციო შესაძლებლობები მივცეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს.

ასევე აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური სამსახური, ჩვენი საკონსულო ოდესაში და საელჩო კიევში, რომლებიც იქ არიან სრული შემადგენლობით და თავისი ოჯახებით და აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...