spot_img
მთავარისხვადასხვა"დავაყენეთ საკითხი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში...

“დავაყენეთ საკითხი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე „ALDE“-ს (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) ლიდერებთან შეხვედრისას, საქართველოს უკრაინასთან ერთად დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი ვაშაძემ ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალების გაერთიანება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ერთადერთი გზაა, რომ თავიდან ავირიდოთ აგრესია. ვაშაძის თქმით დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს მთავრობის დუმილია, რამაც პროცესებიდან ამოვარდნა შეიძლება გამოიწვიოს

მე და ჩემმა კოლეგებმა ამ წუთებში დავასრულეთ ევროპული ლიბერალური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, „რესპუბლიკური პარტიის“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად. დავაყენეთ საკითხი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მთავრობა, ამ საკითხთან დაკავშირებით, დუმს და შესაძლებელია, ამოვვარდეთ ამ პროცესიდან.

პოლონეთი გამოვიდა უკვე ამ ინიციატივით, რასაც რუმინეთის და სხვა ევროპული ქვეყნების თანხმობა მოჰყვა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაერთიანოთ ძალისხმევა ამ მიმართულებით. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ აგრესია და საქართველომ შეძლოს მშვიდობიანი, თავისუფალი განვითარება!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...