საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მიმდინარე მოვლენების ფონზე და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად გადადგეს ქართული ოპოზიცია:
,,მე ვარ ამ მთავრობის წევრი. მე ვარ ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ ,,-ც“. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა სამწუხაროდ ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში – ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს, რომლებიც ამუშავდა.
ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს – ეს შემიძლია ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, არამედ ჩვენი ოპოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე