ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ...

“ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა შეფასებები გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებაში და განაცხადა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ეძებენ:

მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას.

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, რომ განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, მაშინ ჩამოსული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კაცმა მიატოვა და აჩვენა სირცხვილი და მთელს ერს აჩვენა საკუთარი მხდალი სახე. მთელ მსოფლიოს თავი დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, გვახსოვს, თუ ვინ იომა აგვისტოს ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს – ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა.

მაგრამ ასევე კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები. ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით, ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...