კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების...

“შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!” – პეტიციის ინიციატორები “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რესპუბლიკური პარტია”

დაიწყო ხელმოწერები პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაა “შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!”

პეტიციის ინიციატორები არიან პოლიტიკური პარტიები – ,,სტრატეგია აღმაშენებელი” და ,,რესპუბლიკური პარტია”.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა.

წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას.

იმისთვის, რომ არ მოხდეს კრემლის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე კრემლის პროპაგანდის ზემოქმედება და საზოგადოების დემორალიზაცია, დღის წესრიგში დგას საქართველოში მაუწყებლობის მქონე ყველა რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხის მაუწყებლობის შეჩერება. მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორს, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი არხების ჩახსნა მაუწყებლობიდან,” – ნათქვამია პეტიციაში.

შეუერთდით პეტიციას ბმულზე: შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...