კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაცია"თბილისში, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია"...

“თბილისში, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დედაქალაქში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციით, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში იყო ხანძარი. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ცეცხლი გავრცელებული იყო შენობის კედელზე, გარე ფასადსა და სახურავზე, ასევე, გვერდით მდებარე, მოქმედი სპორტის სასახლის უკანა კედელზეც.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა მოქალაქემ ტერიტორია უვნებლად დატოვა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...