პარასკევი, აპრილი 19, 2024

გახარია რომ გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს – ბიძინა ივანიშვილი

20-21 ივნისის მოვლენებიდან თითქმის 1 თვის თავზე შეფასესებას ახდენს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, განმარტა, თუ რატომ არ უნდა გადადგეს გიორგი გახარია.

ის, რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ძირითად ინსტიტუტზე – პარლამენტზე, როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ  მან ეს მოახერხა. მან მოახერხა დაიცვა მოძალადეები, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, დაიცვა თქვენი მეპატრონეები, “რუსთავი2”-ის.

მან (გახარიამ) მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო.

მან მოახერხა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და ახალი უბედურება არ მიიღო საზოგადოებამ.

ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მმართველი გუნდის ლიდერს მიაჩნია, რომ გახარიას გადადგომა წაახალისებს “ნაციონალურ მოძრაობას” ძალადობისკენ.

მაგარი კაცია გახარია. გახარია თანამდებობაზე არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს, რაც სურს “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდნეს იქ, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში” – მიაჩნია ბიძინა ივანიშვილს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული