საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის შესაბამისად, გვაქვს შემდეგი მონაცემები:
ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 12 101 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 14 764, გარდაიცვალა – 45.
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 565 769, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 422 540, ხოლო გარდაცვლილი – 15 933.
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47 486, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 164, PCR ტესტით – 14 322
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 28,55%
- სულ ჩატარდა აცრა – 2 800 752, დღიურად აიცრა – 3 006
- კარანტინის რეჟიმში – 7
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 358
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 860