ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალინინო ლომჯარიას მოწვევით ეუთო/ოდირმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა სახელმწიფო...

ნინო ლომჯარიას მოწვევით ეუთო/ოდირმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს:

2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.

2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას.

ეუთო/ოდირის შეფასებით საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.

ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე.

ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია:

  • აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;
  • იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;
  • ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.

ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს.

საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია.

ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასება ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც უახლოეს მომავალში,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცური ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია” – პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნება“ იყენებს „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის ძალების“...

“მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში” – პეტრე ცისკარიშვილი მმართველ პარტიაზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, მწვავე შეფასებებით...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“თქვენ შეაშინეთ კოლია ახობაძე! შევხვდებით საღამოს რუსთაველზე! ცეცხლი ოლიგარქიას!” – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი განსხვავებას...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...