ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ...

“სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ” – კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

2022 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მკვეთრად იზღუდება სამინისტროს სისტემაში შემავალ სამუზეუმო, მათ შორის საარქივო ფონდებში მკვლევართა დაშვება. კერძოდ, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ კი სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

დოკუმენტებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის და შენახვის გარდა, საარქივო და სამუზეუმო სფეროს მთავარი ამოცანა, მათი კვლევისა და განათლების პროცესისათვის ღიაობა და ხელმისაწვდომობაა. იმ პირობებში, როდესაც მტრული ქვეყნის მთავარი დასაყრდენი საბჭოთა იდეოლოგიზებული ისტორიაა, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციას და შესაბამისად, ასუსტებს მოქალაქეთა მდგრადობას პროპაგანდის წინააღმდეგ.

არქივსა და სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა კვლევითი საქმიანობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უკანასკნელ წლებში, საარქივო და ახლა კი უკვე სამუზეუმო სფეროშიც, სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები ქმნის დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს, რითაც მაქსიმალურად უშლის ხელს მოქალაქეებს სწრაფად, სრულფასოვნად და მარტივად ისარგებლონ ამ წყაროებით. მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას.

სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, გმობს ეროვნული მუზეუმის ფონდებთან კვლევისთვის დაშვებაზე სამინისტროს მიერ, ერთგვარი ვეტოს ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედებას და მოუწოდებს სამინისტროს:

• არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედია საშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;
• თავი შეიკავოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობებს;
• უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ბრძანება.

ინფორმაციას ორგანიზაცია “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...