კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და...

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის დამკვიდრებას.

ცვლილების მიზანი არის არა ზოგადად და მარტივად ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წამალზე, არამედ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ხარისხიან წამალზე. ამდენად ეს არის ერთიანი კომპლექსური პროცესი, სადაც ხარისხის და ფასის დაბალანსების პროცედურები ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

სხდომაზე თანამომხსენებელმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ თავის მხრივ განაცხადა, რომ „კანონპროექტი არ ეხება ფასებს. ეს ეხება ხარისხს, რათა ადგილობრივ მწარმოებელსაც და იმპორტიორსაც ჰქონდეს ვალდებულება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალი სტანდარტის უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტები იყოს ქართულ ბაზარზე მიმოქცევაში, რამეთუ უეფექტო და მით უმეტეს არაუსაფრთხო მედიკამენტი წარმოადგენს რისკს. ქვეყანაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი“.

პარლამენტმა კანონპროექტს 81 ხმით დაუჭირა მხარი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...