spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პირველად სადეპუტატო უფლება-მოსილება შემიწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ, ახლა -...

“პირველად სადეპუტატო უფლება-მოსილება შემიწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ, ახლა – მიტაცებულმა სახელმწიფომ” – ბადრი ჯაფარიძე

პარტია ,,ლელოს“ გენერალურ მდივანს, ბადრი ჯაფარიძეს მმართველმა პარტიამ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის აცხადებს – ,,ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს განსათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან“:

,,ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ჩემი მანდატის, სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტას. ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად შემიწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ, ახლა – მიტაცებულმა სახელმწიფომ.

რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში – სახელმწიფო არის მიტაცებული. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება არის უკანონო, უსამართლო, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.

მთელი ეს პერიოდი, რაც დაიწყო ჩვენი დევნა – ჩემი და მამუკა ხაზარაძის, ყველა რეპრესიული მექანიზმი, რაც კი შეიძლება ამოქმედებულიყო, იქნა გამოყენებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ძალით განთავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან, ანაკლიის პროექტის გაჩერება, ინვესტიციების ექსპროპრიაცია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ცდება ყველა სამართალს, ყველა პრეცენდენტსაც კი – არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ისეთი გადაწყვეტილება დააწერინეს მოსამართლეს, რომლის ამოცანა იყო ერთადერთი – რეპუტაციის შელახვა და შემდგომ, როგორც ჩანს, ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტაციას გამოეყენებინა ეს სასამართლო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შეეწყვიტა ჩემთვის სადეპუტატო უფლება-მოსილება.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვერ გაგვტეხს. პირდაპირ გეტყვით, რომ პირიქით – ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს განსათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან.

ჩვენ, ,,ლელო საქართველოსთვის“ ჩვენს ვალდებულებას თანამოქალაქეებთან შევასრულებთ, გავაგრძელებთ მათ ვალდებულების შესრულებას მშვიდად, შემართებით და გადავდგამთ იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ვითარებაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...